Monday, March 10, 2014



           რძის ნაც­ვ­ლად სა­წამ­ლა­ვი?! - "ქართულ ბაზარზე 90% სულაც არ არის რძის პროდუქტი"


 მო­ტა­ნი­ლი რძის პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს, უფ­რო მე­ტიც, მა­თი 90 პრო­ცენ­ტი სუ­ლაც არ არის რძის პრო­დუქ­ტი" - ამ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­ვიდ­ნენ "სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა თხოვ­ნით რამ­დენ­ჯერ­მე შე­ა­მოწ­მეს რძის ცხი­მის შემ­ც­ვე­ლო­ბა სხვა­დას­ხ­ვა ფირ­მის მი­ერ წარ­მო­ე­ბულ პრო­დუქ­ტ­ში. სწო­რედ ამ პრობ­ლე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტი, პრო­ფე­სო­რი ეთერ სარ­ჯ­ვე­ლა­ძე:

-  ჩე­მი აზ­რით, ისე­თი პრო­დუქ­ტის ფალ­სი­ფი­კა­ცია, რო­გო­რიც რძეა, და­ნა­შა­უ­ლია, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ის ბავ­შ­ვე­ბის მთა­ვა­რი საკ­ვე­ბია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ტი­პის საკ­ვე­ბი, მაგ­რამ ვერც ერ­თი პრო­დუქ­ტი ვერ ცვლის მას. რძე­ში შე­დის ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად ასათ­ვი­სე­ბე­ლია. ის ადა­მი­ა­ნის ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბელ ას­ზე მეტ კომ­პო­ნენტს შე­ი­ცავს. ადა­მი­ა­ნი ხარ­ჯავს თან­ხას, ჰგო­ნია, რომ იძენს ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქტს და ამ დროს მის ნაც­ვ­ლად სა­წამ­ლავს სთა­ვა­ზო­ბენ?

-  სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტით, მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მის შემ­ც­ვე­ლი პრო­დუქ­ცია რძის პრო­დუქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბით არ უნ­და იყი­დე­ბო­დეს. -  გე­თან­ხ­მე­ბით, მარ­თ­ლაც ასეა და სწო­რედ ამი­ტომ და­ვიწყეთ ხელ­მო­წე­რა პე­ტი­ცი­ა­ზე, გვინ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენტს ვთხო­ვოთ მი­ი­ღონ კა­ნო­ნი, რომ­ლი­თაც აიკ­რ­ძა­ლე­ბა რძის პრო­დუქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბით ისე­თი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცია, რომ­ლის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტე­ბი - ცხი­მი და ცი­ლა ცხო­ვე­ლის რძი­სა­გან კი არა, სულ სხვა ნედ­ლე­უ­ლის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ რძეს, არა­მედ რძის პრო­დუქ­ტ­საც, მა­გა­ლი­თად, ნა­ღებს, ხა­ჭოს, არა­ჟანს... სა­ერ­თოდ, არა­ჟა­ნი რძის ცხი­მი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია, ჩვენ კი რას ვყი­დუ­ლობთ, არა­ჟა­ნი კი აწე­რია, მაგ­რამ დამ­ზა­დე­ბუ­ლია მცე­ნა­რე­ულ ცხიმ­ზე. კა­რა­ქი არ შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს პრო­დუქტს, რო­მელ­საც ერ­თ­დ­რო­უ­ლად აწე­რია კა­რა­ქი და სპრე­დი - ეს ორი, ერ­თ­მა­ნეთ­თან სრუ­ლი­ად შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტერ­მი­ნია. სპრე­დი არის ნა­რე­ვი, შე­იძ­ლე­ბა ჯე­მე­ბის ნა­რევ­საც და­ვარ­ქ­ვათ ასე, ხო­ლო კა­რა­ქი არის რძის ცხი­მი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი, ასე რომ, მათ შო­რის დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა. იცით, რას გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რო­ცა მე­წარ­მე­ებს ამას ვუხსნიდით? - სპრე­დი რომ და­ვა­წე­როთ, ვინ­ღა იყი­დი­სო? ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ხარ­ჯ­ზე ფუ­ლის კე­თე­ბა და­ნა­შა­უ­ლია! ჩვენ სწო­რედ იმი­ტომ გვინ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ დაგ­ვიც­ვას ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ი­სა და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მე­წარ­მი­სა­გან. სწო­რედ ამი­ტომ, 2013 წლის დე­კემ­ბერ­ში ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით მომ­ზად­და პე­ტი­ცია "რძის პრო­დუქ­ტე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ", რო­მელ­ზეც უკ­ვე ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა მო­ა­წე­რა ხე­ლი. დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ პარ­ლა­მენ­ტიც ჩა­ე­რე­ვა და ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც და­ი­ნერ­გე­ბა. 

-  მით უმე­ტეს, რომ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტის გარ­ჩე­ვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი­სა­გან ძა­ლი­ან ძნე­ლია.-  ეს მარ­თ­ლაც ასეა და მომ­ხ­მა­რე­ბელს არც მო­ეთხო­ვე­ბა ამის ცოდ­ნა. რო­დე­საც პრო­დუქ­ტი არ არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი რძის ცხიმ­ზე, ის და­ბალ ფას­ში უნ­და იყი­დე­ბო­დეს. ტერ­მი­ნე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, ეს იგი­ვეა, ავად­მ­ყოფ­მა წამ­ლის ნაც­ვ­ლად შაქ­რის ფხვნი­ლი რომ შე­ი­ძი­ნოს. რა მოჰ­ყ­ვე­ბა ამას? ხა­ჭო, რო­მელ­საც შე­რე­უ­ლი აქვს ათას­გ­ვა­რი შე­მავ­სე­ბე­ლი, ან თუნ­დაც ქარ­თუ­ლი მა­წო­ნი, რო­მე­ლიც კუჭ-ნაწ­ლა­ვის მიკ­როფ­ლო­რის სამ­კურ­ნა­ლო ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს, შე­იძ­ლე­ბა სხვა რა­მით შეც­ვა­ლო? ევ­რო­პუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს "მინ­დ­ვ­რი­დან თეფ­შამ­დე", ან "მინ­დ­ვ­რი­დან - ჩან­გ­ლამ­დე" არ­სე­ბუ­ლი ჯაჭ­ვის თი­თო­ე­ულ რგოლს. 

-  რა პრო­ცენ­ტუ­ლო­ბა უნ­და იყოს და­ცუ­ლი, პრო­დუქტს რომ რძის პრო­დუქ­ტი 
ვუ­წო­დოთ? ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში თუ არ­სე­ბობს ამ ტი­პის რე­გუ­ლა­ცია? -  სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ ტი­პის კა­ნო­ნი და რე­გუ­ლა-ცია არ არ­სე­ბობს. 2005 წელს, რო­დე­საც სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბი­სა და ხა­რის­ხის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი შე­ჩერ­და, სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტი­დან ყვე­ლა გა­და­ვი­და სა­წარ­მოო სტან­დარ­ტებ­ზე და ვინ რას აკე­თებ­და, დღემ­დე არა­ვინ იცის. ყვე­ლა სა­წარ­მოს სა­კუ­თა­რი სტან­დარ­ტე­ბი აქვს, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უშ­ვე­ბე­ლია. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ამ სფე­როს ექ­ს­პერ­ტი ვარ, მეც არ შე­მიძ­ლია ეჭ­ვი შე­ვი­ტა­ნო რძის პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხ­ში მი­სი გე­მოს, სუ­ნი­სა და ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბის მი­ხედ­ვით და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნად უმ­წეო და და­უც­ვე­ლია ამ მხრივ ქარ­თ­ვე­ლი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი! რა­ღა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბო­და მი­ლი­ო­ნი­ა­ნი აპა­რა­ტუ­რის შე­ძე­ნა, თუ­კი სპე­ცი­ა­ლის­ტი თვა­ლით, გე­მო­თი ან სუ­ნით გან­საზღ­ვ­რავ­და რძის პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხ­სა და იდენ­ტუ­რო­ბას? ამიტომაც ეს სფე­რო უნ­და მო­წეს­რიგ­დეს სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით, მკაც­რი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი კონ­ტ­რო­ლით. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა მარ­გა­რი­ნი თვე­ში ერ­თხელ მი­ი­ღოს, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რად მი­სი მი­ღე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან მას­ში არ­სე­ბუ­ლი ცხი­მი ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი რა­დი­კა­ლე­ბის წარ­მოქ­მ­ნას. შე­იძ­ლე­ბა კა­რა­ქის ნაც­ვ­ლად ბავშვს ასე­თი რამ მი­ვა­წო­დოთ? ნამ­დ­ვილ კა­რაქ­ში შე­მა­ვა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აუცი­ლე­ბე­ლია ბავ­შ­ვი­სათ­ვის, იცავს მას ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა­გან, აუმ­ჯო­ბე­სებს მხედ­ვე­ლო­ბას, და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ორ­გა­ნიზ­მ­ზე. ასე­ვეა რძეც, მას­ში შე­მა­ვალ ამი­ნომ­ჟა­ვებს აქვთ უნა­რი გა­ა­უვ­ნე­ბელ­ყონ ორ­გა­ნიზ­მ­ში მოხ­ვედ­რი­ლი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ არის რძის მი­ღე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი მავ­ნე პი­რო­ბებ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის. შე­იძ­ლე­ბა ასე­თი პრო­დუქ­ტის ფალ­სი­ფი­კა­ცია? - არამც და არამც!

თორნიკე გრიგალაშვილი

No comments:

Post a Comment